სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საახალწლო აქციების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

2017-12-22 15:25:37


      ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოსახლეობას აფრთხილებს. 

      პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

     "შეგახსენებთ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად გადავდგით - 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. ასევე, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

     ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი

    შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge" - წერს გვენეტაძე.

წყარო

ბოლო სიახლეები