ტრეინინგები

მთავარი
ტრეინინგები

აქცია მწვანე ქალაქი

7-12-2017

   


      ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს თბილისის გარემოს დაცვისა და გამწვანების საქმეში. ამ მიზნით გადავწყვიტეთ საფუძველი ჩავუყაროთ აქციას „მწვანე ქალაქი“. აღნიშნული აქცია იქნება პერმანენტული და ყოველწლიურად ჩატარდება.
     მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის გვერდით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 5 ვერცხლისფერი ნაძვის დარგვა.
აღნიშნული ღორნისძიების ადგილად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შერჩევა განპირობებული იყო იმით, რომ  მაგალითი მიგვეცა ახალგაზრდა თაობისათვის. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 76 წლის ისტორიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ლიდერ ორგანიზაციას, სადაც 4500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. თავისთავად საინტერესოა სასახლის შენობა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და სასახლის შენობა შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
  
აქციის ჩატარების დრო და მისამართი:
2017 წლის 7 დეკემბერი, ხუთშაბათი, 15:00 საათი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე, მის. ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. #6