სიახლეები

მთავარი
სიახლეები

უკრაინისა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმება მზადდება

2018-02-06 17:20:39


უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის მზადდება შეთანხმება მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გელა დუმბაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენმა ხალხმა ერთად უნდა დაძლიოს სირთულეები, რომელიც ჩვენს გზაზე წარმოიქმნა. საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობა, რა თქმა უნდა, დადებითად იქნება აღნიშნული ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ", - აღნიშნა ავაკოვმა.

მისი თქმით, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მომზადება მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების აღკვეთის მიზნით.

წყარო

ბოლო სიახლეები