ჩვენი საკადრო პოლიტიკის მთავარი მიზანია:
ავიყვანოთ პროფესიონალი, მოტივირებული, ნიჭიერი და პოზიტიური განწყობის ადამიანები, ვისაც აქვთ განვითარების სურვილი. კადრების შერჩევისას ვითვალისწინებთ არა მარტო პროფესიულ, ტექნიკურ უნარებს, არამედ პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ მათ პიროვნულ და ეთიკურ ღირებულებებს.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კომპანია აქტიურად ანხორციელებს სტუდენტების, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების პრაქტიკულ სწავლებას. კარგი თეორიული ცოდნის მქონე პირებს, ვისაც არააქვს პროფესიული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, ვაძლევთ საშუალებას ჩვენს კომპანიაში გაიარონ სტაჟირების ექვს თვიანი კურსი. სტაჟირების დასრულების შემდეგ, გამორჩეულ სტაჟიორებს, ეძლევათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
იურიდიული კომპანია Proconsulting-ი 2013 წლიდან უზრუნველყობს ჩვენი კომპანიის სრულ იურიდიულ სერვისს, როგორც სამართლებრივი მხარდაჭერის, ისე სასამართლო დავების მიმართულებით. მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, ჩვენი კომპანიის ნდობას.
პროფესიონალ იურისტთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას. საიმედო პარტნიორები
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ „Professional Consulting“-თან, კომპანია უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას და პასუხისმგებლობით ეკიდება ჩვენს ყველა პრობლებას. კომპანიის გუნდს აქვს კორპორატიული კულტურა რაც სასიამოვნით ხდით მათთან თანამშრომლობას.
Protected by MBS