აქცია "გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"
ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ამ მიზნით გადავწყვიტეთ უანგაროდ ჩავაბაროთ სისხლი, აქციის ფარგლებში „გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“. აღნიშნული ღონისძიება იქნება პერმანენტული და ყოველწლიურად ჩატარდება.
მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია, თბილისის, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სისხლის ჩაბარება.
აღნიშნული აქცია ემსახურება ბავშვების გადარჩენას, როგორც მოგეხსენებათ ერთჯერად გაცემულ სისხლს შეუძლია სამი ადამიანის გადარჩენა და სისხლის გაცემას კი მხოლოდ 15 წუთი.
აქციის ჩატარების დრო და მისამართი:
2017 წლის 16 დეკემბერი, შაბათი, 10:00 საათი, თბილისის, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, მის. თბილისი, 2/6 ლუბლიანას.