სიახლეები

მთავარი
სიახლეები

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ეყოლება.

2017-12-19 09:34:41

 


     ხვალ, 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციის ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
     ახალ მედიატორებს პროფესიულ სერტიფიკატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი გადასცემენ.
     სასამართლოს მედიატორთა ტრენინგის პროგრამა საერთაშორისო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადდა. ტრენინგები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

წყალი

ბოლო სიახლეები