სიახლეები

მთავარი
სიახლეები

„კრედიტინფოს“ 2017 წელს 4 მილიონი ახალი სასესხო ჩანაწერი დაემატა

2017-12-19 10:37:55


     2005 წლიდან მოყოლებული დღემდე „კრეიდიტნფო საქართველოს“ ბაზაში 22 მილიონი ჩანაწერია გაკეთებული. 
     ამის შესახებ, „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ლაშა ბაღათურიამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში, „საქმე“ განაცხადა. 
     „მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, 2005 წლიდან მოყოლებული „კრედიტინფო საქართველოში“ 22 მილიონი ჩანაწერია. ეს არის ინფორმაცია, როგორც დახურული, ისე მიმდინარე სესხების შესახებ. აღნიშნული 22 მილიონი ჩანაწერი მოიცავს როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირზე გაცემულ სესხებს. თუმცა, სესხების ოდენობა იურიდიულ პირებზე შედარებით ნაკლებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩანაწერების რაოდენობა მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, 4 მილიონით არის გაზრდილი და ეს ზრდა ძირითადად, ფიზიკურ პირებზე მოდის,“-აღნიშნა ბაღათურიამ. 
     მისივე თქმით, „კრედიტინფოს“ ბაზაში 2,5 მილიონ ფიზიკურ და 70 ათასამდე იურიდიულ პირზეა მონაცემები დაცული.

წყარო

ბოლო სიახლეები