სიახლეები

მთავარი
სიახლეები

გარემოს დაბინძურებისთვის სულ 3 940 პირი დაჯარიმდა - ყველაზე ხშირად რა სახის ნაგვის დაყრისთვის ჯარიმდებოდნენ მოქალაქეები?

2018-01-12 17:31:48


მოგეხსენებათ, 2017 წლის 3 აპრილიდან, დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეით ინსპექტორებს, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში დაევალათ , ფიზიკური და იურიდიული პირები საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დაეჯარიმებინათ. პირველი-ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 20 აპრილს კი გამკაცრებული სანქციები ამოქმედდა.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების დღიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გარემოს დაბინძურებისთვის 3 940 საჯარიმო ოქმი დაიწერა. 3 940 სამართალდამრღვევი პირიდან 1338 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ჯარიმებით შემოსული თანხის ოდენობა ჯამში 387 840 ლარით განისაზღვრა.

"თბილსერვის ჯგუფის" იფორმაციითვე, დედაქალაქში ნაგვის დაყრის ფაქტზე 1 იანვრიდან დღემდე 116 საჯარიმო ოქმია შედგენილი. დაჯარიმებული პირებიდან 30 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ პერიოდში დაწერილი ჯარიმების თანხის ოდენობამ 11 230 ლარი შეადგინა.

წყარო

ბოლო სიახლეები