სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ბიუროს ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა

2018-01-12 18:21:48


2017 წლის 21 დეკემბერს,  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ,  გიორგი მურვანიძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი მილან ლინდრაკი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ვანოუჩეკი და ამავე სამმართველოს ოფიცერი იან კოსიკი.

სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური  და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები, სადაც დეტალურად გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, დანერგილ სიახლეებს და თანამედროვე მეთოდებით განხორციელებულ ექსპერტიზებს.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით  ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება. 

ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით.  დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს. 

წყარო

ბოლო სიახლეები