სიახლეები

მთავარი
სიახლეები

19.5 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანების მქონე კომპანიას გაკოტრებაზე უარი ეთქვა

2018-01-16 20:44:27


2018 წლის 8 იანვარს შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებელმა“ საქალაქო სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საწარმოს წარმომადგენელი განცხადებაში საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ საწარმოს სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს და არც საქმიანობის აღდგენის პერსპექტივა გააჩნია. ამასთან, მათივე ცნობით, საზოგადოებას არც რაიმე სახის ქონება გააჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მოვალეს ჰყავს ერთი კრედიტორი „საქართველოს ბანკი“, რომლის მიმართაც დავალიანება 19 587 936,3 6 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, დავალიანების მოთხოვნით, კრედიტორს შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის“ მიმართ სასამართლო დავაც აქვს დაწყებული.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, განცხადების წარმოდგენის დროისთვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მოვალის ქონება საპროცესო ხარჯების დაფარვას ვერ უზრუნველყოფს.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ შეიტანა.

წყარო

ბოლო სიახლეები