სიახლეები

მთავარი
სიახლეები

„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენის შემთხვევაში კარტერული გარიგებების საფრთხე გაჩნდება“

2018-01-30 11:35:49


„აღნიშნული გარიგების შედეგად, მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ გააკონტროლებენ“. 
ამის შესახებ, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. 

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვინაიდან ბაზარზე ფაქტობრივად ისპობა კონკურენცია და მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ რჩება.

ამასთან, კაპანაძის განცხადებით, ჩნდება კარტერული გარიგებების საფრთხეც.
,,თუკი აღნიშნული გარიგება შედგა მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს სწორედ ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ გააკონტროლებენ. შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და კონკურენცია ფაქტობრივად გაქრება. ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი კომპანია ,,ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ ,,ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტერული გარიგებების საფრთხეს“, – აცხადებს კაპანაძე.

„აფბას“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და ვინაიდან გარიგების შედეგად ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს საფრთხე ემუქრება გამოიყენოს მისი ვალდებულება და არ დაუშვას აღნიშნული გარიგება.

,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონგურენტული გარემოს უზრუნველყოფა, მან უნდა იმოქმედოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ არსებული საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას. ვხედავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაუშვას ,,სილქნეტის“ მიერ ,,ჯეოსელის“ შეძენა“, – განაცხადა აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძემ.
გარდა ამისა, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოაქვეყნოს ბაზარზე არსებული კომპანიების დეტალური ფინანსური მაჩვენებლები, რათა საზოგადოებამ და სფეროს სპეციალისტებმა კარგად დაინახონ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რეალურად არსებული სიტუაცია.

წყარო

ბოლო სიახლეები