სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში

2024-02-14 17:45:15

რა იცვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონში?

1 მარტიდან თუ პირი არ განაცხადებას თანხმობას, მარკეტინგული მიზნით იყოს გამოყენებული მისი მონაცემები, როგორიცაა მაგალითად მისი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ის აღარ მიიღებს სხვა და სხვა სარეკლამო შეტყობინებას. თანხმობას, რომელსაც სუბიექტი გასცემს უნდა იყოს კანონით დადგენილი სტანდარტით გაცემული: პირს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე, უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მისი აქტიური ქმედებით გამოხატული.

 პირს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. კომპანია კი ვალდებულია, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება. შესაბამისად პირებს ექნებათ შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ, სურთ სარეკლამო შეტყობინების მიღება თუ - არა.

ცვლილება ეხება პირებს, რომელთა პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება პირდაპირი მარკეტინგის გზით. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტი განსაზღვრავს პერსონალური მონაცემის ცნებას: „პერსონალური მონაცემი (შემდგომ - მონაცემი) - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით“.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

ბოლო სიახლეები