სიახლეები

მთავარი
სიახლეები

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართა

2017-12-15 15:03:02

   


      2017 წლის 17 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მეხუთე საერთო ყრილობა გაიმართა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სამეთვალყურეო საბჭო და სამეურვეო საბჭო აირჩიეს.
არჩევნებამდე ასოციაციის წევრებმა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი ასლანიშვილის ანგარიში მოისმინეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
       „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან  მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეძლო არაერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.
       ასოციაცია განვლილი პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების პროცესში.
ასოციაციის წევრთა ყრილობის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები, რომელთა შედეგად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“  პრეზიდენტი კვლავ გიორგი ჭირაქაძე იქნება, იგი ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ პოსტზე. ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი იქნებიან.

წყარო

ბოლო სიახლეები