სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ევროპარლამენტში შაურმის აკრძალვაზე კანონპროექტი სამი ხმით ჩავარდა

2017-12-18 16:30:49

 


     ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში ფოსფატების გამოყენების აკრძალვას შეეხებოდა, ევროპარლამენტის სხდომაზე ჩავარდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
     კანონპროექტს მხარი 373 დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა წინააღმდეგ ხმა 272-მა დეპუტატმა მისცა, ფოსფატების გამოყენების ასაკრძალად კი 376 ხმა იყო საჭირო.
     ფოსფატების გამოყენებით ხორცი მომზადების (წვის) პროცესში არ შრება, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ ფოსფატების მოხმარებასა და კარდიოვასკულურ დაავადებებს შორის კავშირის არსებობა დაადგინა.
     ამჟამად, ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი.

წყარო

ბოლო სიახლეები