სიახლეები

მთავარი
სიახლეები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა !

2017-12-19 09:18:29


     დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მთავარი საკითხი საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების  მეორე ტურის  გამართვის  თაობაზე  გადაწყვეტილების  მიღება და საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების მეორე ტურის  თარიღის, ადგილის და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.
      სხდომაზე გადაწყდა, რომ  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების  მეორე  ტური   2017 წლის 23 დეკემბერს, 15:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.
      საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციასციის აღმასრულებელი საბჭოს 11, ეთიკის კმისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად უნდა გაიმართოს მეორე ტური. 

წყარო