სიახლეები

მთავარი
სიახლეები

დამტკიცდა მოსამართლეთა XXII კონფერენციის ჩატარების თარიღი

2017-12-22 16:50:05


     2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა:

     მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXII კონფერენციის ჩატარებისთარიღი - 2018 წლის20 იანვარი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, XXII კონფერენციის დღის წესრიგი, ადმინისტრაციული კომიტეტის 4 (ოთხი) წევრის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები.

     ასევე, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული კომიტეტის 4 (ოთხი) წევრს (მაია სვიანაძე, ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე და შალვა კაკაურიძე) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო 2017 წლის 20 დეკემბრიდან შეუწყდა ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის უფლებამოსილება.

     კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

     აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32.

წყალი