დიდი ბრიტანეთი „ფეისბუქსა“ და „ტვიტერს“ სანქციებით ემუქრება
დიდი ბრიტანეთი სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ტვიტერს“ სანქციებით ემუქრება, თუ ისინი „ბრექსიტის“ პერიოდში რუსული პროფილების აქტიურობის შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროებენ.
ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
„ფეისბუქსა“ და „ტვიტერს“ 18 იანვრამდე აქვთ ვადა, რათა საკუთარ პლატფორმებზე რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნონ.
„თუ თქვენ საკუთარი პლატფორმის ეფექტური კონტროლი არ შეგიძლიათ, თუ მოთხოვნების იგნორირებას განაგრძობთ, თუ ეფექტურ მონიტორინგს არ განახორციელებთ და პრობლემატურ კონტენტს არ დაბლოკავთ, თქვენი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები იქნება დაწესებული“, - განაცხადა ციფრული უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ დამიან კოლინზმა.