თურქეთმა საქართველოდან საზღვრის გადაკვეთის წესები შეცვალა
თურქეთმა საზღვრის გადაკვეთის წესში ცვლილება შეიტანა. როგორც ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თურქეთის საზღვრის გადაკვეთა იმ შემთხვევაშიც, თუ მოქალაქე იმავე დღეს დაბრუნდება უკან, ჩაითვლება 1 კალენდარულ დღედ. არსებული წესის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღის დაყოფის უფლება აქვთ.
წესის ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ.
თურქული მხარის მიერ საზღვრის კვეთის წესის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, რადგან, როგორც განმარტეს, ეს ცვლილება არამხოლოდ საქართველოდ, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხება.