სიახლეები

მთავარი
სიახლეები

GOLDMAN SACHS: ’’ბიტკოინი აფრიკის ქვეყნებში აშშ დოლარს შეცვლის"

2018-01-12 18:10:26


Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინი შესაძლოა განვითარებად ქვეყნებში ტრადიციული ვალუტის რეალური ალტერნატივა გახდეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ში, სადაც ტრანზაქციის ხარჯები საკმაოდ დაბალია და ადგილობრივი ვალუტის - აშშ დოლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ სტაბილურია, ბიტკოინის პოპულარობა, როგორც ქაღალდის ფულის ალტერნატივა, მხოლოდ მოსახლეობის მცირე რაოდენობაში შეიმჩნევა. თუმცა, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ განვითარებად ქვეყნებში ბიტკოინს არა მხოლოდ ადგილობრივი ვალუტის, არამედ აშშ დოლარის ჩანაცვლების რეალური შანსი აქვს. 

აფრიკის ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა ჰიპერინფლაციის გამო გაუფასურდა და ამასთან ერთად, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა გაიზარდა. შედეგად, კონგოში დეპოზიტებისა და სესხების 90%-ზე მეტი უცხოური ვალუტით არის დენომინირებული. ზიმბაბვეს მთავრობამ კი მონეტების მოხატვასა და მოჭედვაზე ჯერ კიდევ 2015 წელს თქვა უარი. 

როგორც ამერიკული საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები აცხადებენ, ბიტკოინი შესაძლოა სასარგებლო იყოს იმ რეგიონებისთვის, სადაც მთავრობები სხვა ქვეყნების ტრადიციული ვალუტების გამოყენებაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ. მათივე თქმით, იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაგალითად ომი, კონფლიქტები და საბრძოლო მოქმედებებია, ბიტკოინი ახალი ვალუტა გახდება.

წყარო

ბოლო სიახლეები