სიახლეები

მთავარი
სიახლეები

Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

2018-01-16 20:52:52


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.

ჯამური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა ნიშნავს ყველაზე ნაკლებად თავისუფალს, ხოლო 100 ქულა ყველაზე თავისუფალს).

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლი გამყარდეს“.

Freedom House-ის „მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიშში“ ასევე საუბარია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე, რომელიც „თბილისში იყო გატაცებული სავარაუდოდ, ქართულად მოლაპარაკე პირების მიერ, შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გატაცების თანამონაწილე შეიძლება იყოს“.

წყარო

ბოლო სიახლეები