სიახლეები

მთავარი
სიახლეები

უკონტაქტო პატრულირების შედეგები - რამდენი ჯარიმა დაიწერა თბილისსა და რეგიონებში?

2018-01-23 09:34:21


2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უკონტაქტო პატრულირების შედეგად თბილისში 5 418 ჯარიმაა შედგენილი. 

რაც შეეხება რეგიონებს, უწყების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 3 041, ხოლო იმერეთის რეგიონში 3 657 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. 

შეგახსენებთ, საგზაო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომელიც მას აფრთხილებს, რომ ის უკონტაქტო პატრულირების ზონაში შედის.

წყარო

ბოლო სიახლეები